ფეხბურთში ლურჯი ბარათი შემოდის – როგორ დაისჯება ფეხბურთელი თუ ამ ფერის ბარათს მიიღებს მსაჯისგან

ფეხბურთში ლურჯი ბარათი შემოდის – როგორ დაისჯება ფეხბურთელი თუ ამ ფერის ბარათს მიიღებს მსაჯისგან

ბრიტანული გამოცემის, „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო ხვალ, 9 თებერვალს ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოღებას მხარს დაუჭერს.

ლურჯი ბარათის მიღების შემთხვევაში ფეხბურთელი მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯ ბარათს მსაჯი ფეხბურთელს მასთან ხშირი კამათისა და სახიფათო შეტევის ჩაშლისთვის მიიღებს.

ორი ლურჯი ბარათის მიღება ავტომატურ გაძევებას ნიშნავს. ერთი ლურჯი და ერთი ყვითელი ბარათიც ანალოგიურად წითელ ბარათს ნიშნავს.

თავდაპირველად ლურჯ ბარათს ინგლისის ასოციაციის თასზე გამოცდიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია შემოიღებენ თუ არა სხვა ჩემპიონატებშიც ლურჯ ბარათს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *