თავის ასაკთან შედარებით უკვე ასეთია – რას ამბობს შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

თავის ასაკთან შედარებით უკვე ასეთია – რას ამბობს შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც შოთა არველაძემ რამდენიმე თვის წინ ნიდერლანდურ გამოცემასთან ჩაწერა.

შოთამ ამ ინტერვიში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისუაბრა.

„ხვიჩა თავის ასაკთან შედარებით, უკვე ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის თამაშობს როგორც მომწიფებული, შემდგარი ფეხბურთელი. მისი სისწრაფე, ძალა, თამაშის წაკითხვის უნარი, როდის უნდა წავიდეს მარტო და როდის მისცეს თანაგუნდელს პასი და როგორ. როდის უნდა აჩქარდეს, ან არა, მისცეს პასი, ან თვითონ დაარტყას, როდის წავიდეს ერთი მოძრაობით, ან გაჩერდეს. ეს ყველაფერი ნამდვილად განსაკუთრებული უნარებია ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. მე არ ვიყავი ისეთი დრიბლიორი და სწრაფი, როგორიც ხვიჩაა. მე უფრო მეტად ჩემი პოზიციის შერჩევის უნარს ვეყრდნობოდი“.

Leave a Comment