“კვარას პრობლემები აქვს” – რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ

“კვარას პრობლემები აქვს” – რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი იოლანდა დე რიენცო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარს აკეთებს და მისი შედეგიანობის დაწევის მიზეზად იღბალს ასახელებს.

“ყველა ვხედავთ რომ კვარაცხელიას ამ სეზონში პრობლემები აქვს. ის გასულ სეზონში ბრწყინავდა, წელს კი პრობლემები შეხვდა. ამის მიზეზი კი ხშირად უიღბლობაა მოედანზე.” – ამბობს იოლანდა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მომდევნო შეხვედრაში კალიარის დაუპირისპირდება, სადაც ხვიჩა შესაძლოა სათადარიგო სკამზე ვიხილოთ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *