დე ლაურენტისის გადაწყვეტილება – სასიხარულო ინფორმაცია კვარაცხელიას შესახებ

დე ლაურენტისის გადაწყვეტილება – სასიხარულო ინფორმაცია კვარაცხელიას შესახებ

იტალიური გამოცემის CorriereMezzogiorno-ს მიხედვით, დე ლაურენტისი აპირებს, „ნაპოლის“ მომავალი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ააწყოს.

ნეაპოლური კლუბის მიზანია, ნიჭიერი ქართველი არ დაკარგოს და აქტიურად ცდილობს, მასთან შეთანხმებასა და ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

როგორც ცნობილია, ნაპოლი ქართველ ტალანტს 150 მილიონ ევროდ აფასებს და მასთან ხელშეკრეულებას უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს.

ნაპოლის ბოსი აპირებს ოსიმენის წასვლის შემდეგ კვარა გუნდის მთავარ სახედ აქციოს და აგრძნობინოს რომ ნაპოლიში ნომერ პირველი ფეხბურთელია.

Leave a Comment