“კვარას შარშანდელთან შედარებით მოკლებული აქვს და ელოდებით როდის გავაკრიტიკებ ? იცით რას გეტყვით..” – ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ხვიჩას შესახებ საუბრობს

“კვარას შარშანდელთან შედარებით მოკლებული აქვს და ელოდებით როდის გავაკრიტიკებ ? იცით რას გეტყვით..” – ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ხვიჩას შესახებ საუბრობს

მილანის ინტერის ლეგენდა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯუზეპე ბერგომი კვარაცხელიას შესახებ.

“ელოდებით, რომ კვარაცხელიას გავაკრიტიკებ? დიახ, იმაში გეთანხმებით, რომ მის თამაშს წელს რაღაც აკლია, თუმცა, თუ გასული სეზონის ნაპოლის ავიღებთ, მაშინ დავინახავთ და ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ მთელმა გუნდმა მოუკლო. კვარა უმაღლესი დონის მოთამაშეა. მისი გოლი ატალანტასთან საოცრება იყო და მანდ რომ ვყოფილიყავი მეც წავიქცეოდი. კვარას კაკას მსგავსი დრიბლინგი აქვს ? თუ შედარებაა, მაშინ ვიტყვი რომ ასეთ რამეებს მხოლოდ ბრაზილიელი რონალდო აკეთებდა” – განაცხადა ბერგომიმ.

ბერგომი “ინტერის” ღირსებას 1979-99 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისური სულ 517-ჯერ მოირგო. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ჯუზეპემ 81 შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *