ბოსის გადაწყვეტილება კვარაცხელიას შესახებ – ცნობილია ნაპოლის 7 ფეხბურთელის ვინაობა რომელიც გუნდს დატოვებს

ბოსის გადაწყვეტილება კვარაცხელიას შესახებ – ცნობილია ნაპოლის 7 ფეხბურთელის ვინაობა რომელიც გუნდს დატოვებს

იტალიური გამოცემა Il Mattino ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ნაპოლის ზაფხულში 7 ფეხბურთელი დატოვებს.

ესენი არიან : ოსიმენი, ლინდსტრომი, კაიუსტე, მაძოკი, ჟესუსი, ნათანი და ოსტიგორი.

გუნდის პრეზიდენტი აპირებს დიდი ცვლილებები განახორციელოს გუნდში და დაცვის ხაზი გააძლიეროს.

როგორც ცნობილია, ოსიმენის წასვლის შემდეგ კვარაცხელია ნაპოლის მთავარი ვარსკვლავი იქნება და მის გარშემო აშენდება ახალი გუნდი.

კვარაცხელია ანაზღაურების სახით დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს მიიღებს და ახალი კონტრაქტის მიხედვით კლუბში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *