რა საჩუქარს უკეთებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას – “ხვიჩამ ეს ნამდვილად დაიმსახურა”

რა საჩუქარს უკეთებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას – “ხვიჩამ ეს ნამდვილად დაიმსახურა”

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უახლოეს პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

დე ლაურენტისი აპირებს კვარაცხელიას კონტრაქტში დამატებითი ბონუსები შეიტანოს, რაც ქართველი ფეხბურთელისთვის უფრო მეტი მოტივაცია იქნება.

მსგავსი კონტრაქტი ვიქტორ ოსიმენსაც აქვს და როგორც ჩანს ქართველის შესანარჩუნებლად ნაპოლის ბოსი მზადაა კვარა სხვადასხვა დამატებითი ბონუსებითაც გაანებივროს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონტრაქტი ზაფხულში გაფორმდება, რომელიც კვარას ნეაპოლში 2028 წლამდე დატოვებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *