“დიახ, ბავშვს ველოდები და გოლის გატანა მინდოდა, რათა განსაკუთრებულად აღმენიშნა და ბურთი მუცელში, მაისურის ქვემოთ ჩამედო, მაგრამ არ გამოვიდა. დაზიანება როგორია?” – ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ.

„უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არასდროს მქონია და მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები და ასეთი ქომაგობა არსად მინახავს. ქომაგები იყავით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც გავიმარჯვეთ. დიახ, ბავშვს ველოდები და გოლის გატანა მინდოდა, რათა განსაკუთრებულად აღმენიშნა და ბურთი მუცელში, მაისურის ქვემოთ ჩამედო, მაგრამ არ გამოვიდა. დაზიანება როგორია ? არაფერი სერიოზული. უბრალოდ კუნთი გამეჭიმა და ეს ხდება ხოლმე, როცა ბევრს თამაშობ“. – ამბობს კვარაცხელია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *