იტალიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა.
“მართალია რომ კვარაცხელია ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშია დასაშვები.
ხვიჩას მარცხენა ფეხზე შემაერთებელი კუნთის მძიმე კონტრაქტურა აღენიშნება. ეს კინიშნავს, რომ დიდი ალბათობით მატჩს გამოტოვებს. კვარაცხელიას თუ ათამაშებენ, ეს იქნება უდიდესი რისკი და საბედისწერო შეცდომა.
კალცონამ არ უნდა გარისკოს თორემ კვარაცხელია ტრავმა გაურთულდება” – ამბობს კასტელაჩი.
Post Views: 7,676