გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი – ქართველმა ვალენსიას უკაპიტნა და ბოლო წამებზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი – ქართველმა ვალენსიას უკაპიტნა და ბოლო წამებზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ოსასუნა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ქართველმა მეკარემ ამ მატჩში ვალენსიას უკაპიტნა და ბოლო წამებზე თერთმეტმეტრიანიც მოიგერია.

მამარდაშვილის თამაში სტატისტიკურმა გვერდმა 7.34 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მამარდას ფასი ამ დროისთვის “ტრანსფერმარკეტზე” 35 მილიონი ევროა.

ნახეთ ვიდეო მატჩიდან.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *