ნაპოლი კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს – როგორია ხვიჩას მდგომარეობა

ბოსის გადაწყვეტილება კვარაცხელიას შესახებ – ცნობილია ნაპოლის 8 ფეხბურთელის ვინაობა რომელიც გუნდს დატოვებს

იტალიური გამოცემა Il Mattino ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ნაპოლის ზაფხულში 8 ფეხბურთელი დატოვებს.

ესენი არიან : ოსიმენი, ლინდსტრომი, კაიუსტე, მაძოკი, ჟესუსი, ნათანი, ოსტიგორი და ზელინსკი.

გუნდის პრეზიდენტი აპირებს დიდი ცვლილებები განახორციელოს გუნდში და დაცვის ხაზი გააძლიეროს.

როგორც ცნობილია, ოსიმენის წასვლის შემდეგ კვარაცხელია ნაპოლის მთავარი ვარსკვლავი იქნება და მის გარშემო აშენდება ახალი გუნდი.

დე ლაურენტისს არ სურს ხვიჩას ბარსელონაში ტრანსფერი და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ კვარას იდეალური პირობები შეუქმნას გუნდში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *