“განსაკუთრებული ბიჭია” – რა თქვა ვალტერ მაძარიმ კვარაცხელიას შესახებ კალიარის დამარცხების შემდეგ

“განსაკუთრებული ბიჭია” – რა თქვა ვალტერ მაძარიმ კვარაცხელიას შესახებ კალიარის დამარცხების შემდეგ

ნაპოლის მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ კალიარის დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ კვარას და ოსიმენის გოლების გამო. კვარაცხელიას გასული სეზონის შემდეგ ყველა აკვირდება და მის მიმართ წნეხი დიდია. მე და ჩემი თანაშემწეები ვცდილობთ უფრო მშვიდად ვაგრძნობინოთ თავი. დღეს მან შესანიშნავი გოლი გაიტანა, განსაკუთრებული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს კიდევ ბევრჯერ დაეხმარება” – განაცხადა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ანგარიშზე სერია ა-ს მიმდინარე სეზეონში 5 გოლია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *