ხვიჩას შეუძლია ამ სეზონში ისტორიული შედეგი დააფიქსიროს – კვარაცხელიას საოცარი ციფრები

ხვიჩას შეუძლია ამ სეზონში ისტორიული შედეგი დააფიქსიროს – კვარაცხელიას საოცარი ციფრები

ხვიჩა კვაარცხელიას ნაპოლი სულ უფრო და უფრო შორდება ჩემპიონთა ლიგის ზონას, თუმცა თვითონ ქართველ ვარსკვლავს ნამდვილად გამორჩეული ინდივიდუალური სეზონი აქვს.

კვარაცხელიას ამ ეტაპისთვის იტალიის ჩემპიონატში 6 საგოლე გადაცემა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ პაოლო დიბალას 2 ასისტით ჩამორჩება.

ბოლო ორი შეხვედრაა ხვიჩა საგოლე გადაცემით ასრულებს მატჩებს და თუ ასე გააგრძელებს, დიდი შანსია კვლავ საუკეთესო მეპასე გახდეს ლიგის.

აღნიშნული ჯილდო კვარამ გასულ სეზონში უკვე მოიპოვა, როდესაც ჩემპიონატში 10 საგოლე გადაცემა დააგროვა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *