“რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის კვარაზე უარს ? ბარსელონაც არის და მანჩესტერიც” – ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი დუმილს არღვევს

“რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის კვარაზე უარს ? ბარსელონაც არის და მანჩესტერიც” – ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი დუმილს არღვევს

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ხვიჩას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მალე ტოპ კლუბში ვიხილავთ.

“ერთი ადამიანი მაინც მანახე ვისაც ხვიჩას წარმატება და მისი ტოპ კლუბში გადასვლა ჩემზე მეტად უნდა. ბარსელონაც არის და მანჩესტერიც. გვაცალეთ და ყველაფერი თავის დროზე იქნება. ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ყაზახეთიდან დაწყებული ინგლისის პრემიერ ლიგამდე დამთავრებული ყველა გუნდი აიყვანს. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის კვარაცხელიაზე არ მინდაო ? ხვიჩა მსოფლიოს ტოპ სამეულში შედის. მე გავჩერდები, ხმას არ ვიღებ მაგრამ რეზულტატი სახეზეა. ვეთანხმები ქეცბაიას რომ ფეხბურთმა სილამაზე დაკარგა, ხვიჩა კი ფეხბურთის სილამაზეში ჯდება” – ამბობს ჯუღელი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *