ითამაშებს თუ არა კვარაცხელია მომდევნო შეხვედრაში – იტალიური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ითამაშებს თუ არა კვარაცხელია მომდევნო შეხვედრაში – იტალიური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს

la Gazzetta dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია გასტროენტერიტი დაუდგინდა, რის გამოც გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.

გამოცემა კი იუწყება, რომ კვარა ვარჯიშს დაუბრუნდება და დიდი ალბათობით ემპოლისთან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *