ქართველი კომენტატორი ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება და წერს.
“მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომ არის გასაგებია, მაგრამ მაყურებლების დიდ ნაწილს იმიტომ უყვარს კვარაცხელია რომ ხშირად ძველი, გადაშენებული სტილით თამაშობს ფეხბურთს.
მახსოვს ბავშობაში 10-დან 9 გოლი ფორვარდებს ასეთ სტილში გაჰქონდათ, მაგრამ ბოლო წლებში რამდენჯერ გინახავთ ჭვინტით (“ნასოკით”) გატანილი გოლი? მითუმეტეს არა სტრაიკერისგან, არამედ გარემარბისგან?
ნოსტალგიური და ძალიან სასიამოვნოა კვარაცხელიას ფეხბურთი, თან მუდმივად განახლებადი, სიურპრიზებით სავსე.” – წერს ანდრო
Post Views: 839