ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე ასახელებს მიზეზს, თუ რატომ ვერ იჩენს თავს კვარაცხელია ხშირად შეტევაში.
ფედელეს აზრით, ნაპოლის ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი ხვიჩას შეტევაში ხელს უშლის.
“მაკტომინეი პირველი ფოვარდივით თამაშობს და იმ სივრცეებს იკავებს, რაც კვარაცხელიამ უნდა გამოიყენოს.
ხვიჩა, რომელიც სულ გოლის გატანას ცდილობს, ამ დროს მაკტომინეი ეჯახება და ხელს უშლის ამაში.
ბოლო მატჩებში კონტე შეეცადა, რომ მაკტომინეი უფრო მეტად ნახევარდაცვის სიღრმეში ჩაეწია, რათა მას სივრცე გაეკონტროლებინა” – ამბობს ენრიკო ფედელე.
Post Views: 9,912