“ანიტა თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით, ძერწვით, ქსოვით” – გოგონა, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა – ვინ არიან ანიტა აბგარიანის მშობლები და როგორ ცხოვრობს პატარა ვარსკვლავი რეალურად

“ანიტა თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით, ძერწვით, ქსოვით” – გოგონა, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა – ვინ არიან ანიტა აბგარიანის მშობლები და როგორ ცხოვრობს პატარა ვარსკვლავი რეალურად

ანიტა აბგარიანი საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე მესამე ადგიზლე გავიდა.

ანიტა 10 წლისაა და ბათუმში ცხოვრობს. პატარა მომრერალს ბევრი ჰობია აქვს, თუმცა არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით უყვარს ცურვა: “როცა წყალში ვარ, თავს თევზივით ვგრძნობ”, – ამბობს ანიტა.

ამის გარდა, ანიტა თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით, ძერწვით, ქსოვით… ძალიან უყვარს ბათუმის ბულვარში სეირნობაც. 

თავად ამბობს, რომ არის მეგობრული, ზოგჯერ კი ჯიუტი და ცელქიც ხდება: “ცელქი იმიტომ ვარ, რომ სახლში სულ ყირაზე გადავდივარ – ვმღერი, ვცეკვავ…” 

მიხვდებოდით, რომ ანიტა განსაკუთრებით ენერგიული გოგონაა და, აღარ გაგიკვირდებათ, რა პასუხს სცემს ის კითხვას, თუ რისი კეთება არ უყვარს: 

“მაძალებენ ხოლმე, რომ ადრე დავიძინო, მე არ მიყვარს ადრე დაძინება”, – ამბობს ანიტა. 

მიუხედავად იმისა, რომ ანიტა აბგარიანი 10 წლის ასაკში ასე მღერის, საბოლოო პროფესია ჯერ მაინც არ აურჩევია. ის ხელოვნების სფეროთია გატაცებული და სურს, რომ სამომავლოდ მომღერალი, მხატვარი ან მსახიობი გახდეს. 

ანიტა დედასთან ერთად.

Leave a Comment