ილია II-ის მიმართვა სოფო ნიჟარაძეს და ნაკლებად ცნობილი ამბავი – “ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა”

ილია II-ის მიმართვა სოფო ნიჟარაძეს და ნაკლებად ცნობილი ამბავი – “ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა”

„შუბერტის „ავე მარია“ სოფიკომ შეასრულა. ისეთი ნაზი და მოსაწონი იყო, იმ საღამოს გადაწყდა, რომ მე უნდა დამეწერა „ავე მარია“. ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა, – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წლების წინ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უთხრა.

ამბავი კი ეხებოდა, პატრიარქის მიერ “ავე მარიას” დაწერას. როგორც ილია II-მ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მან სოფო ნიჟარაძის მოსმენის შემდეგ მიიღო და დაწერა საგალობელი, რომელსაც დღეს შეუძლებელია, ცრემლების გარეშე მოუსმინო. 

ძველი კადრები საკუთარ გვერდზე სოფო ნიჟარაძემაც გააზიარა: 

„ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები ყოველი სიტყვისთვის“, – წერს სოფო.

ახლა, როცა ქართველი ხალხი ილია II-ს უკანასკნელ გზაზე აცილებს, სოფო ნიჟარაძემ საგალობელი “ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ შეასრულა და სწორედ პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა: „ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მარადიულ ხსოვნას“, – წერს მომღერალი.

Leave a Comment