მოგეხსენებათ, რომ ხვიცა კვარაცხელიას ნაპოლი იტალიის სუპერთასის ფინალში ინტერთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
კვარაცხელია მაძარიმ 70-ე წუთისთვის შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ კვარა შეცვალეს, მისი გუნდი კი დამარცხდა, იტალიური გამოცემებისგან ხვიჩამ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
“ერთადერთი იყო ვინც რეალური მომენტი შექმნა”
“კვარაცხელია თავაწეული უნდა იყოს. ბოლომდე თამაშის საშუალება არ მისცა მწვრთნელმა, მაგრამ ნაპოლის რიგებში გამორჩეული იყო”
“მატჩის შემდეგ კვარა თითოეულ ფეხბურთელთან მივიდა და გაამხნევა, მან ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოავლინა” – წერენ გამოცემები.
აქვე გეტყვით, რომ სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის დიდი ალბათობით დატოვებს. ნიგერიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სეზონს ნაპოლისთან ერთად დაასრულებს და შემდეგ კარიერას სავარაუდოდ ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
ხვიჩა კვარაცხელია თუ ნაპოლიში დარჩება, ის მომავალ სეზონში გუნდის უპირობო ლიდერი იქნება და შეტევების დიდი ნაწილი მასზე აიწყობა.
“ოსიმენი ნაპოლის დატოვებს, ზელინსკიც ცალი ფეხით ინტერშია. ხვიჩა ერთადერთი რჩება რომელსაც ნაპოლისთვის შეტევაში წარმატების მიღწევა შეუძლია. მალე დე ლაურენტიის მის კონტრაქტს გადახედავს და გააუმჯობესებს. კვარა ნეაპოლისთვის ყველაფერს აკეთებს” – წერს ერთ-ერთი ნეაპოლური მედია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს “ლაციოსთან” ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს და მოედანს თებერვალში დაუბრუნდება.
ასევე იწერება, რომ ეს იძულებითი პაუზა კვარას კარგად წაადგება და განახლებული ძალებით შეუტევს მეტოქე გუნდებს.