“ფრთხილად იყავით, გაუსაძლია… მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რამეს…” – რა დაემართა თი მაჭავარიანს

“ფრთხილად იყავით, გაუსაძლია… მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რამეს…” – რა დაემართა თი მაჭავარიანს

თი მაჭავარიანი კლინიკაში მოხვდა. როგორც ინფლუენსერი ამბობს, ყურის გაუსაძლისი ტკივილების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა კი, მკურნალობის კურსს ბინაზე გადის. ინფლუენსერს ყურის მწვავე ანთება დაუდგინდა.

,,მქონდა ვირუსი, რომელიც ძალიან გავრცელებულია ახლა. არ არის სახუმარო ვირუსი, ფრთხილად იყავით. მე ჯიუტი, სანამ უკიდურესი მდგომარეობა არ იქნება, ექიმთან არ მივდივარ. ვირუსმა იმდენი ქნა, გამოიწვია ყურის მწვავე ანთება. ტკივილები მაქვს გაუსაძლისი. ძალიან ბევრი მედიკამენტი დამინიშნეს, ძალიან ცუდად ვიყავი, საავადმყოფოდან რომ მოვედი. თუკი შეამჩნიეთ რაიმე სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩემსავით ჯიუტად სახლში არ დასხდეთ. დამინიშნეს მკურნალობა და სამ დღეში ისევ უნდა მივიდე ექიმთან”, – ამბობს თი ინსტაგრამ სთორიში. 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *