4 გუნდი – ნახეთ რომელ კლუბებს სურთ ზაფხულში კვარაცხელიას შეძენა და რა თანხის გადახდა მოუწევთ მის სანაცვლოდ

4 გუნდი – ნახეთ რომელ კლუბებს სურთ ზაფხულში კვარაცხელიას შეძენა და რა თანხის გადახდა მოუწევთ მის სანაცვლოდ

“ნაპოლის” ქართველ შემტევს მსურველების რიგი დაუდგა და როგორც Goal-ი იუწყება, ზაფხულში მის დასამატებლად 4 კლუბი იბრძოლებს

“რეალი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “ჩელსი” და “ბაიერნი” კვარაცხელიას ტრანსფერით არიან დაინტერესებულები, ყველაზე მეტად კი მადრიდელები აქტიურობენ.

თავის მხრივ, ხვიჩა ნეაპოლში ბედნიერია და მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

ამასთან, დიდი ალბათობით, “ნაპოლის” ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, ამიტომ აურელიო დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს, რათა ხვიჩა მაინც შეინარჩუნოს.

ერთი რამ კი ცხადია, თუ ვინმეს 77 ნომრის დამატება სურს, მაშინ მინიმუმ 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *