სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ !

სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ !

ფრანგული France Football 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინანტების დასახელებას შეუდგა.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ნომინანტთა შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც.

გამოცემამ 30 ფეხბურთელი უნდა დაასახელოს და იგი მათ თანდათანობით, ხუთეულებად გვაცნობს (დანაწილება პირობითია, ყოველგვარი რიგითობის გარეშე). კვარასთან ერთად ხუთეულში ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი) და ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ქართველმა იტალიის სერია ა მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, იგი აღიარეს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც.

ხვიჩას სტატისტიკა შემდეგნაირი გახლდათ: 43 მატჩი, 14 გოლი, 13 საგოლე გადაცემა.

წყარო : Footballnews.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *