“ქართველი მესი” – რა სტატია მიუძღვნა FORBES-მა ხვიჩა კვარაცხელიას

“ქართველი მესი” – რა სტატია მიუძღვნა FORBES-მა ხვიჩა კვარაცხელიას

გამოცემა Forbes – ს თანახმად ბარსელონა ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას 2024 წელს შეეცდება, რომელიც სტატიაში მოხსენიებულია როგორც “ქართველი მესი”.

“ბარსელონამ შეტევის ხაზი ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერით გააძლიერა, რომელიც მადრიდის ატლეტიკოდან იჯარით დაიმატა. იმის გამო, რომ პორტუგალიელი სეზონის ბოლოს კვლავ მადრიდულ გუნდს უნდა დაუბრუნდეს, მისი შეძენა ბარსასთვის სასურველ თანხად რთული იქნება. ფელიქსის წასვლა 2024 წლის ზაფხულში, კვლავ გააჩენს სიცარიელეს ჩავის გუნდის შეტევის ხაზში. მათ ისევ დასჭირდებათ ისეთი მოთამაშე, რომელიც გუნდს მარცხენა ფლანგიდან სათანადო დახმარებას გაუწევს.

ანსუ ფატი ბრაიტონში განათხოვრდა, დიდი ნდობა არც მეორე გუნდის წევრებს აქვთ. ბარსელონას ეფექტური ფეხბურთელი სჭირდება. სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდეს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ნაპოლის გასულ სეზონში უდიდესი დახმარება გაუწია იმაში, რომ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდს სკუდეტო მოეგო.

“ქართველი მესი” 2022-23 წლების სეზონში ნაჩვენები თამაშით, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად იქცა. მან დიდი როლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე პარტენოპეის წარამტებაში, როცა გუნდმა მეოთხედფინალში გასვლა პირველად შეძლო, იქ კი მილანთან დამარცხდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს სხვა ტოპ კლუბებიც იჩენენ. მიიჩნევა, რომ ნაპოლის ხვიჩას ტრანსფერზე მოლაპარაკებების დასაწყებად, მინიმუმ 100-მილიონიანი შეთავაზება სჭირდება. შესაძლოა, რომ კატალონიელები მომდევნო წლის ზაფხულში გაცილებით უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე დღეს არიან და ეს იყოს ბიძგი ასეთი ტრანსფერების განხორციელებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ იამალი რაფინიას სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად დიდ კონკურენციას უწევს, შესაძლოა, რომ ბრაზილიელი საუდის არაბეთის ან ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადავიდეს. მაგალითად, ნიუკასლი მზად იქნება, რომ მასში 80 მილიონი გადაიხადოს.
ანსუ ფატის ფასი ასევე შესაძლოა გაიზარდოს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 1-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, რაც გაადვილებს მუდმივ გამავალ ტრანსფერს და არც ისაა გამორიცხული, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერა ახლო აღმოსავლეთში გააგრძელოს, რაც გაზრდის კლუბის ფინანსებს. ბევრი ფაქტორი არსებობს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს კვარაცხელიას ტრანსფერისთვის 100+ მილიონის მოზიდვას.” – ვკითხულობთ სტატიაში.

წყარო :sportline.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *