“ამიტომ შევცვალე კვარა..” – რა თქვა გაბრაზებულმა რუდი გარსიამ DAZN-თან ინტერვიუში

“ამიტომ შევცვალე კვარა..” – რა თქვა გაბრაზებულმა რუდი გარსიამ DAZN-თან ინტერვიუში

რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალა. ქართველ ფეხბურთელს მოედანი ბედნიერი ნამდვილად არ დაუტოვებია, გაბრაზებული იყო, რაც ტელეკამერებმაც დააფიქსირა. ფრანგმა სპეციალისტმა კი მის შეცვლაზე ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა:

“ალესიო რამდენიმე წუთით თამაშს იმსახურებდა. იმედი მქონდა, რომ შეძლებდა თამაშში განსხვავების შექმნას, რადგან სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს მუშაობდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, ვინ ვარჯიშობს კარგად, რათა სათამაშო დრო მიიღონ. ლაციოსთან მატჩისგან საპირისპიროდ, როცა არც ერთ ცვლილებას არაფერი მოუტანია, ამჯერად, ცვლილებებმა რაღაც ახალი მოიტანა თამაშში, სათადარიგო სკამიდან შუქი მოვიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 20 დღეში 6 მატჩი გველოდება”, – თქვა გარსიამ კვარაცხელია-ძერბინის ცვლილებაზე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *