“რაც კვარამ მატჩის ბოლოს გააკეთა ეს არაპროფესიონალიზმია, შენ უკვე გამოიმუშავებ ბევრ ფულს, მოედანზე შედის შენი გუნდელი და პატივი უნდა სცე მას” – ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავი ხვიჩას აკრიტიკებს

“რაც კვარამ მატჩის ბოლოს გააკეთა ეს არაპროფესიონალიზმია, შენ უკვე გამოიმუშავებ ბევრ ფულს, მოედანზე შედის შენი გუნდელი და პატივი უნდა სცე მას” – ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავი ხვიჩას აკრიტიკებს

“ნაპოლის” ყოფილ ფეხბურთელ ემანუელე კალაიოს ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, როდესაც ჯენოასთან შეცვალეს, არ მოეწონა. 

“ეს ჟესტი არ იყო პროფესიონალური, შენ უკვე გამოიმუშავებ ბევრ ფულს, მოედანზე შედის შენი ერთ-ერთი თანაგუნდელი, ამიტომ პატივი უნდა სცე მას და მწვრთნელს. თუმცა, მეორე მხრივ – ანგარიში 2:2-ია, 4 წუთი გრჩება და კვარა არის მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაცის გაკეთება, თუნდაც პენალტის მოპოვება, ამ დროს ძერბინის გამოყვანას, რომელსაც არასდროს უთამაშია, რა აზრი აქვს?”, – აღნიშნა კალაიომ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *