“კვარაცხელიამ ამის შემდეგ ნაპოლი უნდა დატოვოს, ეს ხომ სასაცილოა…” – ნაპოლის პრეზიდენტი ოსიმენს წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონს დაჰპირდა, კვარაცხელიას კი…

“კვარაცხელიამ ამის შემდეგ ნაპოლი უნდა დატოვოს, ეს ხომ სასაცილოა…” – ნაპოლის პრეზიდენტი ოსიმენს წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონს დაჰპირდა, კვარაცხელიას კი…

იტალიური გამოცემის Il mattino-ს ცნობით, ვიქტორ ოსიმენმა და ნაპოლის ხელმძღვანელობამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ნიგერიელი ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე განაახლებს. ოსიმენის ხელფასი სეზონში 10 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები იქნება.

 ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში წელიწადში მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, დე ლაურენტისმა კი რამდენიმე დღის წინ კონტრაქტის გახანგრძლივებასა და შესაბამისად, ხელფასის მომატებაზე გავრცელებული ჭორები უარყო.

“კვარაცხელია არ იმსახურებს ესეთ დაბალ ხელფასს”

“ხვიჩა ამის შემდეგ ნაპოლის დატოვებს”

“ოსიმენს წელიწადში 10 მილიონი და კვარაცხელიას მხოლოდ 1.2 ? ეს სასაცილოა”

“დე ლაურენტისს არ უნდა ეწყინოს, თუ ხვიჩა სხვა გუნდში გადავა” – წერენ იტალიელი ქომაგები.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *