“რაც შეეხება ხვიჩას..” – დე ლაურენტისის საგანგებო განცხადება კვარაცხელიასთან დაკავშირებით

“რაც შეეხება ხვიჩას..” – დე ლაურენტისის საგანგებო განცხადება კვარაცხელიასთან დაკავშირებით

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან ოსიმენის და ხვიჩას გუნდში დარჩენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზამთრის პერიოდი მოლაპარაკებების მხრივ ცხელი იქნება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი ახლოსაა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ნიგერიელი შემტევი 2027 წლამდე გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას და წლიური ხელფასი ბონუსების ჩათვლით 10 მილიონი ევრო იქნება.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ლაურენტისმა ქომაგები დაამშვიდა და შეახსენა რომ ხვიჩას გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს და სანერვიულო არაფერია.

“რაც შეეხება ხვიჩას… გუნდთან 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი. რატომ ნერვიულობთ” – განაცხადა ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში ვრცელდება ცნობები, რომლის თანახმადაც კვარა კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს და წლიური ანაზრაურება 5 მილიონი ევრო გაუხდება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *