კვარაცხელიას ნაპოლი ხელფასის სახით 4 მილიონ ევრომდე სთავაზობს – ხვიჩას გარემოცვამ კი კონკრეტული თანხა დაუსახელა კლუბს

კვარაცხელიას ნაპოლი ხელფასის სახით 4 მილიონ ევრომდე სთავაზობს – ხვიჩას გარემოცვამ კი კონკრეტული თანხა დაუსახელა კლუბს

calcionapoli24.it ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ნეაპოლური მედია იუწყება, რომ ნაპოლი და კვარაცხელია კონტრაქტის გაუმჯობესების საკითხზე მუშაობენ.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას გარემოცვა წელიწადში 7 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო კლუბი ამ ეტაპზე 3-დან 4 მილიონ ევრომდე სთავაზობს.

მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ და კვარას ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან დაახლოებით 5 მილიონ ევომდე გაიზარდოს.

Leave a Comment