გოლის შემდეგ კვარაცხელიას პოზიციას უცვლიან – ნახეთ ნაპოლის მწვრთნელის გადაწყვეტილება

გოლის შემდეგ კვარაცხელიას პოზიციას უცვლიან – ნახეთ ნაპოლის მწვრთნელის გადაწყვეტილება

ვალტერ მაძარიმ ვერონას დამარცხების შემდეგ DAZN-ს გაესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

ნაპოლის მწვრთნელი კვარას სხვა პოზიციაზე ხშირად დააყენებს.

“შეცვლებმა იდეალურად იმუშავა. ლინდსტრომი მარცხნივ დავაყენე, კვარაცხელია კი შუაში გადავწიე და თავდამსხმელის უკან მოქმედებდა. ამან იდეალურად იმუშავა. შემდეგში ხშირად ვათამაშებ კვარაცხელას ამ პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ რომ კვარა ამ პოზიციას კარგად აითვისებს” – განაცხადა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ ვერონასთან მატჩში მაძარიმ კვარაცხელია მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგიდან შუაში შეწია და ჯოვანი სიმეონეს უკან დააყენა. კვარამ გოლი სწორედ ამ პოზიციიდან გაიტანა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *