ცნობილია როდის დატოვებს კვარაცხელია ნაპოლის – იტალიელი ჟურნალისტის ხმაურიანი განცხადება

ცნობილია როდის დატოვებს კვარაცხელია ნაპოლის – იტალიელი ჟურნალისტის ხმაურიანი განცხადება

იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ RAI-სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარაცხელია ნაპოლის მომდევნო წელს დატოვებს.

“დე ლაურენტისი აპირებს ხვიჩას სარფიანი შეთავაზება გაუკეთოს და კვარაცხელია ნაპოლიში 2025 წლის ზაფხულამდე შეინარჩუნოს. კვარას 2024 წლის ზაფხულის ნაცვლად 2025 წლის ზაფხულში გაყიდიან” – ამბობს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ბადრი კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ იტალიურ რადიოსთან განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ხვიჩა ნაპოლიში რჩება.

აღსანიშნავია ასევე კვარაცხელიას ჟესტი, რომელიც იუვენტუსთან გოლის შემდეგ გააკეთა და ყველას ანიშნა რომ გუნდში რჩება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *