“ხვიჩა ამის გამო დამწუხრებულია, რაც შეეხება ნაპოლის დატოვებას..” – მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას შესახებ Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა

“ხვიჩა ამის გამო დამწუხრებულია, რაც შეეხება ნაპოლის დატოვებას..” – მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას შესახებ Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი Gazzetta dello Sport-ს გაესაუბრა და ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

“კვარაცხელია თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება და ლუქსემბურგთან სამწუხრაოდ ვერ ითამაშებს. ამას ხვიჩა განიცდის და დამწუხრებულია. რაც შეეხება ნაპოლიში დარჩენას, ხვიჩა იმ შემთხვევაში დატოვებს ნაპოლის, თუ განსაკუთრებულ შეთავაზებას მიიღებს. ისეთ შეთავაზებას, რაზეც ფიზიკურად უარს ვერ იტყვის.

ყველაფერი დე ლაურენტისზეა დამოკიდებული. მე მაბარია და ვიცავ ფეხბურთელის კონტრაქტს, ყველაფერი მაისში უნდა გადაწყდეს” – ამბობს ჯუღელი იტალიურ მედიასთან.

წყარო : CalcioNapoli.It

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *