ხვიჩა კვარაცხელიამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო – როგორი იქნება ქართველის ახალი ანაზღაურება

ხვიჩა კვარაცხელიამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო – როგორი იქნება ქართველის ახალი ანაზღაურება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.

როგორც ის იტყობინება, „ნაპოლი” გეგმავს ხვიჩას კონტრაქტი 2 წლით, 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.

ქართველის ხელფასი გასამმაგდება. სკირას ცნობით, ნეაპოლელები ქართველს სეზონში 4 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც ბონუსის სახით 1 მილიონი ევროც დაემატება.

იტალიელი ქომაგები ამბობენ რომ ეს ანაზღაურება დაცინვაა და ხვიჩა ოსიმენის მსგავს ანაზღაურებას იმსახურებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ კვარაცხელიას ნაპოლიში დარჩენა სურს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *