ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მილანთან მარცხის შემდეგ უკმაყოფილო დარჩა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაურენტისი ვალტერ მაძარის რამდენიმე შეხვედრას დააცდის და თუ გუნდი მოგებების სერიას არ დაიწყებს, მას გაათავისუფლებს. ნაპოლის ბოსმა გადაწყვიტა ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყოს.
ლაურენტისს იმედი აქვს რომ იტალიის ჩემპიონატში გუნდი ოთხეულში შესვლას შეძლებს და ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონშიც იასპარეზებს.
მაძარის დარჩენა იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორ ათამაშებს გუნდს ფეხბურთს ბარსელონასთან.
ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი ოთხშაბათს დაუბრუნდება. ნიგერიელს მცირე ტრავმა აქვს და უცნობია როდის დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.
Post Views: 7,538