კვარაცხელიას და ოსიმენის დაძაბული ურთიერთობა – ცნობილია რას აპირებს ნაპოლის პრეზიდენტი

კვარაცხელიას და ოსიმენის დაძაბული ურთიერთობა – ცნობილია რას აპირებს ნაპოლის პრეზიდენტი

Corriere dello Sport ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც როგორც კი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან დაბრუნდება, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მას შეხვდება.

ნაპოლის ბოსი როგორც ოსიმენს, ასევე კვარაცხელიას გაესაუბრება და შემრიგებლის როლს მოირგებს.

ასევე იწერება, რომ შეხვედრას დაესწრება გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც.

აურელიო დე ლაურენტისს არ სურს ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდის მთავარმა ვარსკვლავებმა კვლავ კარგად გაუგონ ერთმანეთს და იმეგობრონ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *